თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
- პოლონეთი - 19% (3,1 მლნ ლიტრი),
- აშშ - 53% (654 ათასი ლიტრი),
- გერმანია - 34% (674 ათასი ლიტრი),
- დიდი ბრიტანეთი - 28% (182,5 ათასი ლიტრი),
- კანადა - 110% (121,3 ათასი ლიტრი),
- თურქეთი - 47% (239,2 ათასი ლიტრი) და ა.შ.
მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,4 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 55% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 132,8 მლნ-მდე აშშ დოლარი (ზრდა 59%).