თბილისი (GBC) - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით,  6 თვეში საქართველოში 2,9 მლნ საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი  76%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე, ხოლო 16%-ით ნაკლები 2019 წლის 6 თვეზე (პანდემიამდელი პერიოდი).

ვიზიტები მსოფლიოს რეგიონების მიხედვით.

ვიზიტების 74% ევროპის კონტინენტიდან განხორციელდა, 6 თვეში ევროპიდან სულ 2.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა.

ევროპის რეგიონები დეტალურად: 

იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 47% ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან განხორციელდა (1.3 მლნ ვიზიტი).

ჩრდილოეთ ევროპიდან სულ  სულ 21,5 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც ჯამური მაჩვენებლის 0.7%-ია.

სამხრეთ ევროპიდან 23.5 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც ვიზიტების  0.8%-ია.

დასავლეთ ევროპიდან 47.5 ათასი ვიზიტი განხორციელდა,  რაც ვიზიტების 1.7%-ია.

აღმოსავლეთ და ხმელთაშუა ევროპიდან 690.3 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც ვიზიტების  2.4%-ია.

ამერიკიდან სულ 24,5 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც ვიზიტების  0.9%-ია. 

აღმოსავლეთ აზია/წყნარი ოკეანის აუზიდან სულ 146 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ჯამური ვიზიტების  5.1%-ია.

აფრიკიდან სულ 5.8 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტების 0.2%-ია.

დანარჩენი ვიზიტები „სხვა“ ქვეყნებიდან (გაერო,საქართველოს არარეზიდენტი, სხვა) განხორციელდა, რაც ჯამური ვიზიტების 6%-ია.