თბილისი (GBC) - იანვარ-სექტემბერში საქართველოდან სულ $173.3მლნ-ს 65.2 მლნ ლიტრი ღვინო ექსპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 3.9%-ით, ხოლო მოცულობაში 16.8%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 იან-სექ: $166.8მლნ-ს 55.8 მლნ ლ).
ამ პერიოდის ხუთი უმსხვილესი ღვინის ექსპორტიორი ასე გამოიყურება:
სს ბადაგონი; შპს Bolero & Company; შპს GVMT Group; შპს ასკანელი ძმები; შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია.
2021 წლის იანვარ-სექტემბრის ექსპორტიორები კი ასე გამოიყურებოდნენ:
სს ბადაგონი; სს თბილღვინო; სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა; შპს ასკანელი ძმები; შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა.