თბილისი (GBC) - კალიფორნიის შტატის ქალაქებში დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორია საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭო. 

რიგით მეხუთე ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავის ფესტივალს“, ქართული ღვინის დეგუსტაციას და კონფერენციას, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში გაიმართა, მეცნიერების, ეკონომისტების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით. კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის სტრატეგიის საკვანძო ელემენტები და სხვა საკითხები. „საფერავის ფესტივალი“ ქალაქ სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოში გაიმართა და მას მასტერ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდა. მან ღონისძიების სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს და ღვინის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა კომპანიის წარმოებული საფერავის ღვინოები წარუდგინა. სინქრონები ლევან მეხუზლა - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მამუკა წერეთელი -ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი ლევან ბერიძე - საქართველოს გენერალური კონსული სან -ფრანცისკოში კარლ სტროჩმანი - ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი.