თბილისი (GBC) - ქართული ნიგვზიანი ბადრიჯანი და ლობიო მსოფლიოს ვეგანური კერძების TOP 50-ში მოხვდა. 

ამის შესახებ კულინარიული ენციკლოპედია TasteAtlas წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნიგვზიანი ბადრიჯანი მსოფლიოს ვეგანურ კერძებში მე-5 ადგილის იკავებს 4.5 ბალიანი შეფასებით (5.0 MAX). 

კიდევ ერთი ქართული კერძი, რომელიც გამოცემის TOP-50-ში მოხვდა ლობიოა. ლობიოს 4.2 ბალიანი შეფასება აქვს და 35-ე ადგილს იკავებს.

პირველი ადგილი ირანულმა ვეგანურმა კერძმა Zeytoon parvardeh-მა დაიკავა. ეს კერძი ირანის გილანის პროვინციიდანაა და ზეთისხილისა და ბროწეულის კომბინაციისგან შედგება. აღნიშნულ კერძსTasteAtlas-მა 4.8 ქულა მიანიჭა.