თბილისი (GBC) - ცნობილი კულინარიული ენციკლოპედია TasteAtlas  გასული წლის საუკეთესო სამზარეულოების 50-ეულს აქვეყნებს, სადაც ქართული სამზარეულო 26-ე ადგილს იკავებს.

ვებგვერდის ინფორმაციით, ქართულ სამზარეულო 4.23 ქულით არის შეფასებული მაქსიმალური 5-დან.

საქართველოს 1 პოზიციით სერბეთი უსწრებს, ხოლო 1 პოზიციით ჩეხეთი ჩამორჩება.

პირველ ადგილზე ტრადიციულად იტალიური სამზარეულო გავიდა 4.72 ქულით. მეორე ადგილი საბერძნეთმა დაიკავა 4.68 ქულით, ხოლო მესამე ესპანეთმა 4.59 ქულით.

ბოლო 3 ადგილს კი ტუნისი, ურუგვაი და სლოვაკეთი იკავებენ.

კავკასიის რეგიონიდან რეიტინგში მხოლოდ საქართველო და თურქეთი მოხვდნენ.