თბილისი (GBC) – იანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან $3,63 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო, წლიურმა ზრდამ კი 5.1% შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან ჩამოსულ მოგზაურებზე მოდის – $252.5 მლნ. მეორე ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნები – $238.2 მლნ–ით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთია – $195.7 მლნ–ით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს.

სების ცნობით, 2025 წლის III კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან $1,66 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით მეტია.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის III კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 14.3%-ით განისაზღვრა და 238.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.3%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 36.3% და 28%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის III კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 14.3%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მესამე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: