თბილისი (GBC) - ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) 2023 წლის რუსეთის ღვინის ძირითად ექსპორტიორი სახელმწიფოების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც საქართველო რუსეთის ღვინის მთავარ ექსპორტიორებში მე-3 ადგილზეა (2023 წელს რუსეთში საქართველოდან 168.3 მილიონ აშშ დოლარის ღვინო გავიდა).

 TOP 5 სახელმწიფო რუსეთში ღვინის ძირითადი ექსპორტიორების:

  • ლიტვა - 211.4 მილიონ აშშ დოლარი;
  • იტალია - 171.5 მილიონ აშშ დოლარი;
  • საქართველო - 168.3 მილიონ აშშ დოლარი;
  • ლატვია - 153.8 მილიონ აშშ დოლარი;
  • პოლონეთი - 41.9 მილიონ აშშ დოლარი.

TOP 5 ბოლო ადგილზე მყოფი სახელმწიფო რუსეთში ღვინის ძირითადი ექსპორტიორების:

  • ბულგარეთი -1.6 მილიონ აშშ დოლარი;
  • თურქეთი -0.7 მილიონ აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი - 0.6 მილიონ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი - 0.6 მილიონ აშშ დოლარი;
  • საბერძნეთი - 0.5 მილიონ აშშ დოლარი.

 

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ექსპორტის 6 თვის სტატისტიკა, რომელიც ოფიციალურად სტატისტიკის დეპარტამენტმა 2024 წლის 19 ივლისს უნდა გაავრცელოს 4 დღით ადრე, 15 ივლისს გამოაქვეყნა. სადაც მთავარი საექსპორტო ქვეყანაზე, რუსეთზე არაფერი იყო ნახსენები. 

"2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა.

ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი - 19% (3,1 მლნ ლიტრი), აშშ - 53% (654 ათასი ლიტრი), გერმანია - 34% (674 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი - 28% (182,5 ათასი ლიტრი), კანადა - 110% (121,3 ათასი ლიტრი), თურქეთი - 47% (239,2 ათასი ლიტრი) და ა.შ.

მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,4 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 55% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 132,8 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 59%)", - ვკითხულობთ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 15 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.