თბილისი (GBC) - 2023-24 წლის ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება.
საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში, დამსვენებლები 9 დეკემბრიდან ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას.
მათ შორის, კურორტ გოდერძიზე, 9 დეკემბრიდან ჩაირთვება საბაგიროები: ჭანჭახი და ზანკა, გაიხსნება ტრასები: იაილა და იაილა 1, რომლებიც ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00, ხოლო შაბათი და კვირა - 10:00-17:00 იმუშავებენ.
ხოლო გუდაურში დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.
აბონემენტი ხელმისაწვდომია კურორტის სალაროში. გასული სეზონების მულტიქარდის მფლობელები ახალი აბონემენტის გააქტიურებას იმავე ბარათზე შეძლებენ
6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასოა.
ერთჯერადი ასვლა 5 ლარი ღირს, ერთდღიანი 30 ლარი, ერთკვირიანი 160 ლარი, ხოლო სეზონური 210 ლარი. ოთხი კურორტის სეზონური მულტიპასი 650 ლარია.