თბილისი (GBC) – Georgia Capital-ის (GCAP) ღვინის ბიზნესმა 9 თვე გაზრდილი მაჩვენებლებით დაასრულა. კერძოდ, 3 კომპანიის წმინდა შემოსავალმა 3Q23-ში 40.4%-იანი ზრდა და 17.4 მლნ ლარი დაწერა.
მაჩვენებელი 9M23-ში 49.1%-ით, 43.2 მლნ ლარამდე გაიზარდა (y.y), რაც GCAP-ის თქმით, მესამე კვარტალში გაყიდული ბოთლების რაოდენობის 61.7%-ით ზრდას (+75% 9M23-ში) უკავშირდება (y.y).
გაყიდვების ზრდა კი თავის მხრივ, ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთანაა დაკავშირებული. 3Q23-ში ექსპორტის წილი კომპანიების მთლიან გაყიდვებში 5.3 პ.პ.-ით 86.5%-მდე გაიზარდა, ხოლო 9M23-ში კი 6.1 პ.პ-ით 87%-მდე.
3Q23-ში სამივე კომპანიის ჯამური EBITDA 6.2-ჯერ გაიზარდა 2.3 მლნ ლარამდე, ხოლო 9M23-ში კი 9M22-ის მინუსი გააპლუსა და 3 მლნ ლარით, 2.9 მლნ ლარამდე გაზარდა.
ცნობისთვის, GCAP-ის ღვინის ბიზნესი 3 კომპანიის 100%-იან საკუთრებას აერთიანებს - თელიან ველს, ქინძმარაულის მარანს და ალავერდს. კომპანიები ღვინოს 24 ქვეყანაში ყიდიან.
კომპანიებმა ჯამში 2022 წელს 8.4 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდეს, საიდანაც 81% ექსპორტი იყო. რუსეთ-უკრაინის ომმა კი ღვინის ბიზნესზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, რადგან 2021 და 2022 წლებში რუსეთის და უკრაინის წილი ერთობლივად წმინდა შემოსავლებში 61% და 56% იყო შესაბამისად.