თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან 335 მლნ აშშ დოლარის შემოსავლების გენერირება მოხდა, რაც 2022 წლის ოქტომბრის მაჩვენებლის იდენტურია. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმის შემოსავლები წლიურად 25.8%-ით გაიზარდა და 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შესავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს.