თბილისი (GBC) - მსოფლიოში ცნობილმა შეფმზარეულმა ჯეიმი ოლივერმა ონლაინ პლატფორმებით საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ქართული კერძების შესახებ ვიდეოების, სთორებისა და ფოტოების გავრცელება დაიწყო. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული საქართველოს ეწვია.

„გამარჯობა, მე ჯეიმი ოლივერი ვარ და საქართველოში ვიმყოფები. აქ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ვარ. საქართველოში საუკეთესო დროს ვატარებ. მრავალი წელია მთელი მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, მაგრამ შეხედეთ და ისიამოვნეთ.

საქართველოში ბევრი რამ ვისწავლე. აქ აღმოაჩენთ გემრიელ კერძებს, შევხვდი საოცარ ადამიანებს, აქაურობამ შთამაგონა ახალი რეცეპტი მოვამზადო. მინდა გითხრათ, რომ  საქართველოში დავბრუნდები 100 %-ით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მასპინძლობისთვის“, - ამბობს ჯეიმი ოლივერი.

ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ  კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ჯეიმი ოლივერი ადგილობრივ შეფმზარეულებს შეხვდა  და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით, საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფმზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.

ბრიტანელ შეფმზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.