თბილისი (GBC) - ტურისტებისთვის დაზღვევა სავალდებულო არ იქნება 2026 წლამდე.   

ვადის გახანგრძლივება საკანონმდებლო ცვლილებებმა განსაზღვრა, რომელიც პარლამენტმა მე-3 მოსმენით დაამტკიცა.

გადავადების მიზეზი, მოსამზადებელი პერიოდის სირთულეა. მრავალსაფეხურიანი მოსამზადებელ პროცესი, მოიცავს საინფორმაციო კამპანიას. მათ შორის კერძო სექტორის, ასევე, უცხო ქვეყნის საელჩოების და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას, ასევე სხვა აქტივობებს, რაც ცვლილებებთან ადაპტირებისთვისაა საჭირო.

სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს მნიშვნელოვან  ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით, მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული.