თბილისი (GBC) - 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიურმა ხარჯმა 1Q24-ში ₾721.1 მლნ შეადგინა, რაც 6.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია (y.y.).

აღნიშნული მაჩვენებელი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პირველ კვარტალში დახარჯულ თანხებს შორის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კატეგორიების ჭრილში, საანგარიშო პერიოდში, წლიურად ხარჯები  თითქმის ყველა ძირითად კატეგორიაში გაიზარდა, გარდა კვებისა და შოპინგისა.

კერძოდ, ვიზიტორებმა დანახარჯი 14%-ით შეამცირეს საკვებსა და სასმელზე, ხოლო გართობაზე გაწეული დანახარჯები კი 72%-ით გაზარდეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქსტატის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკური გამოკვლევის საველე სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. შესაბამისად, 2Q20- დან 4Q21 -ის ჩათვლით მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

დანახარჯის სტრუქტურა

1Q24 / მლნ ₾

1Q23 / მლნ ₾

განთავსება

196.5

185.6

საკვები და სასმელი

174.5

202.5

საყიდლები

144.7

148.7

გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები

130.1

75.7

ადგილობრივი ტრანსპორტი

68.6

51.2

სხვა

6.6

10.8