თბილისი (GBC) – ფრანგული ავიაკომპანია Air France-ის ბორტგამცილებლების გაერთიანებებმა 22 დეკემბრიდან 2 იანვრამდე თანამშრომლების გაფიცვის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ გაზეთი Figaro წერს.

„ბორტგამცილებლების ორმა მაჟორიტარულმა გაერთიანებამ SNGAF-მა და Unac-მა საშობაო არდადეგებზე 22 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გაფიცვის შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნეს“, – წერს გამოცემა.

როგორც აღინიშნა, გაფიცვის გაფრთხილება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის მესიჯია: პროფკავშირები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

„თუ არ მოგვისმენენ, დაგვრჩება მხოლოდ აქტიური გაფიცვის ორგანიზება“, – აცხადებენ პროფკავშირები.

კომპანიაში კი პირიქით, თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდას ითხოვენ. ასე რომ, ფრენის დროს ერთი ბორტგამცილებელი უნდა მოემსახუროს 50 მგზავრს და არა 48-ს, როგორც ეს ამჟამად ხდება.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, დასვენების პერიოდი ავიაკომპანიის გაყიდვებში მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რამაც ჯერ კიდევ ვერ აუნაზღაურა პანდემიის გამო მიყენებული ზარალი.

avianews.ge