თბილისი (GBC) – კომპანიამ Apple 2025 წლის 9 სექტემბერს ოფიციალური პრეზენტაცია დააანონსა, რომელიც თავის შტაბ–ბინაში Apple Park გაიმართება. ღონისძიება სლოგანით "Awe dropping" ჩაივლის და მისი ტრანსლირება კომპანიის ოფიციალურ საიტზე მოხდება. 

გამოცემა The Verge წერს, რომ პრეზენტაციის მთავარი მოვლენა შეიძლება გახდეს iPhone 17–ის ახალი ხაზის წარდგენა. ყურადღებას იპყრობს „თხელი“ iPhone Air–ის ხილვის მოლოდინი, რომელსაც 6,6–დუიმიანი ეკრანი ექნება.

სმარტფონების გარდა კომპანია გეგმავს საზოგადოებას მოუთხროს თავისი ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის შესახებ. კერძოდ, მოსალოდნელია სიახლეების წარმოდგენა განახლებული ხმოვანი თანაშემწის Siri შესახებ, განახლებული AI-ფუნქციებით.

კომპანია Apple გვპირდება, რომ 9 სექტემბრის პრეზენტაცია შემოდგომის ყველაზე საკვანძო ღონისძიება შეიძლება გახდეს ტექნოლოგიების სფეროში, მით უმეტეს, პრეზენტაციის დამაინტრიგებელი სლოგანის გათვალისწინებით.