თბილისი (GBC) – მიმდინარე წლის მარტში აზერბაიჯანმა, ამ ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სომხეთიდან 960 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Trend აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან სომხეთში 5,757 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია იქნა ექსპორტირებული, რაც აზერბაიჯანის მთლიანი ექსპორტის 0.11%-ს შეადგენს.