თბილისი (GBC) – კრიპტოვალუტების ჯამურმა კაპიტალიზაციამ $2,33 ტრილიონს გადააჭარბა, რაშიც ლომის წილი ეტალონურ ციფრულ ვალუტას ბიტკოინს მიუძღვის. ამ უკანასკნელის კაპიტალიზაცია ხუთშაბათს $1,24 ტრილიონია და მისი ფასი კი დაახლოებით $5 000–ით ჩამოუვარდება ისტორიულ მაქსიმუმს და ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის $62 626–ს შეადგენს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 7,66%–ით არის გამყარებული, ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ეტალონურმა კრიპტოვალუტამ 21,75%–ით მოიმატა.

თავისი კაპიტალიზაციით $0,5 ტრილიონს უახლოვდება სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმი, რომელიც ამ მომენტისთვის $2 464–ად ივაჭრება. მისი ფასი ბოლო 7 დღეში 15%–ზე მეტით არის გაზრდილი.