თბილისი (GBC) – სომხეთის მთავრობა 2 აგვისტოს გადადგება, რაც 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას უკავშირდება.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კვირას, 2 აგვისტოს, ჩვენ გადავდგებით. დღეს ამ შემადგენლობით მთავრობის ბოლო სხდომაა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ახალარჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მოქმედი მთავრობა ავტომატურად ტოვებს თანამდებობას, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიის კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა და ახალი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების უფლება მოიპოვა.