თბილისი (GBC) – BBC-ს ინფორმაციით დიდ ბრიტანეთს ცხოვრების სტანდარტის ყველაზე დიდი ვარდნა ემუქრება. მთავრობის წარმომადგენლების პროგნოზით მომდევნო წლებში ოჯახების შემოსავალი 7%-ით შემცირდება.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით უმუშევართა რიცხვი უახლოეს მომავალში  მინიმუმ  500 ათასით გაიზრდება.

ერთადერთი იმედი მთავრობის 55 მლრდ  გირვანქა სტერლინგის ღირებულების სუბსიდიაა, რომელმაც გადასახადების კატასტროფული ზრდა უნდა შეაჩეროს.

ფისკალური კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა პოლ ჯონსონმა, განაცხადა: ,,გლობალურმა ენერგეტიკულმა ფასების ზრდამ დიდი ბრიტანეთი გააღარიბა’’.