თბილისი (GBC) – ჰოლანდიურმა ლუდსახარშმა კომპანიამ Heineken განაცხადა, რომ დაასრულა თავისი რუსული შვილობილი კომპანიის Arnest Group–ისთვის მიყიდვის პროცედურები. მყიდველი კომპანია თმის მოვლის საშუალებას „პრელესტ“, მწერების საწინააღმდეგო სპრეის „დიხლოფოსი“, ჰაერის არომატიზატორს „Symphony“, ფეხსაცმლის კრემს და დეზოდორანტს აწარმოებს. 

„Heineken Russia-ს ბიზნესის ფასი აქციების 100%–ზე მხოლოდ 1 ევროს შეადგენდა. ასევე ყველა აქტივი რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის 7 ლუდსახარში ქარხანა, მყიდველის მფლობელობაში გადავა“, – აცხადებენ კომპანიაში.

Heineken–ში აცხადებენ, რომ Amstel-ის ბრენდით ლუდის წარმოებას რუსეთში 6 თვეში შეწყვეტენ (Heineken–ის ჩამოსხმა კომპანიამ 2022 წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ შეწყვიტა).

კომპანია რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას აღარ აპირებს.