თბილისი (GBC) – ფრანგმა ფერმერმა მიშელ დიუპონმა თავის მიწაზე გამავალ ნაკადულში ოქრო აღმოაჩინა. ძვირფასი ლითონის მარაგი 150 ტონად შეაფასეს, რომლის ჯამური ღირებულებაც 4 მლრდ ევროს შეადგენს.

„ჩემი ნაკვეთის გეგმურ შემოვლაზე ვიყავი. ამ დროს წყალში უცნაური სიბრჭყვიალე შევნიშნე. ცოტა გავთხარე და თვალებს ვერ ვუჯერებდი, რაც აღმოვაჩინე“, – ამბობს ფერმერი.

საფრანგეთის მთავრობა დაუყოვნებლივ ჩაერთო და ფერმერის მიერ აღმოჩენილი ოქროს კონფისკაცია მოახდინა. კანონით საბადო სახელმწიფოს უნდა გადაეცეს. თუ დიუპონი თავის მიწაზე ოქროს მოპოვებას მოისურვებს, მთავრობისგან შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევს.

მიშელ დიუპონის თქმით, ოქროს საბადოს აღმოჩენის შემდეგ მისი მიწის ირგვლივ არსებული ნაკვეთების ფასები მკვეთრად გაძვირდა.