თბილისი (GBC) – გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია ფინანსების დეფიციტის გამო იძულებულია, დეპარტამენტების რაოდენობა 76–დან 34–მდე შეამციროს. დასავლური მედიის ცნობით, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტერდოს ადჰან გებრეიესუსმა ჯანდაცვის გენერალური ასამბლეის 78–ე სესიაზე განაცხადა. 

მანამდე აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმოდან ქვეყნის გასვლის განკარგულებას მოაწერა ხელი. ახალ ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ჯანმო არ არის საკმარისად ეფექტიანი, პოლიტიკური გავლენების ქვეშაა და აშშ–სგან ძალიან დიდ დაფინანსებას ითხოვს.

„პრიორიტეტების განსაზღვრის შედეგად შევიმუშავეთ შტაბ–ბინის რაციონალური სტრუქტურა. აღმასრულებელი ხელმძღვანელების რაოდენობა 14–დან 7–მდე შევამცირეთ, ხოლო დეპარტამენტების რაოდენობა – 76–დან 34–მდე“, – თქვა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

მანვე დასძინა, რომ ეკონომიის მიუხედავად, რასაც ჯანმომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიმართა, მომდევნო ორწლიან პერიოდში $500 მილიონის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.