თბილისი (GBC) - იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მაგნიტუდით 7.2 მიწისძვრა მოხდა. გამოცემა Japan Times-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, ივატეს პრეფექტურის აღმოსავლეთით დაფიქსირდა, ხოლო სტიქიის კერა 50 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ეპიცენტრში ბიძგების ინტენსივობა შეფასებულია როგორც „დამანგრეველი“.

თუმცა, თავდაპირველად გამოცხადებული ცუნამის საფრთხე რამდენიმე წუთში მოიხსნა. ადგილობრივ მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებენ და შესაძლო აფტერშოკების (განმეორებითი ბიძგების) შესახებ აფრთხილებენ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიტის კანცელარიაში უკვე აამოქმედა საგანგებო შტაბი, რომელიც მიწისძვრისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და აანალიზებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ენერგეტიკული კომპანიები ამჟამად ამოწმებენ, ხომ არ გამოიწვია სტიქიურმა დარტყმამ რაიმე სახის გაუმართაობა ან საგანგებო სიტუაცია რეგიონში არსებულ ატომურ ობიექტებზე.