თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  ახლა მისი "კარგი მეგობრები" არიან. 

"დიდი პატივია სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად ყოფნა, როცა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომისა და სიკვდილის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს", - წერს ტრამპი და დასძენს, რომ „ეს არის ორი შესანიშნავი ადამიანი და დიდი ლიდერი. ისინი ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან!".

8 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი.