თბილისი (GBC) - თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 29 მოქალაქე.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა.
მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც თქვა, რომ აღდგენითი სამუშაოები გაკონტროლდება.
„ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი სახის კატასტროფისგან“, – დაწერა თურქეთის პრეზიდენტმა X-ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დასრულებულია, მასშტაბური ნგრევა არ ფიქსირდება.
თურქეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა 10 აგვისტოს მოხდა.