თბილისი (GBC) – Visa, TAV Operation Services (TAV OS)-ის ბრენდ Primeclass Lounge-თან პარტნიორობით, პირველ Fast Track ე. წ. სწრაფი დერეფნის სერვისს ნერგავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის, ექსკლუზიურად Visa  პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის. 

2024 წელს, Visa-მ, Primeclass-თან პარტნიორობით, საქართველოში პირველად დანერგა Fast Track სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო გამგზავრებისას, ამჯერად კი სწრაფი დერეფნის სერვისი ასევე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში ჩამომსვლელებისთვისაც. Visa და Primeclass შეუფერხებელ პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

11 აგვისტოდან, Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებსა და Primeclass-ის სტუმრებს შეეძლებათ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენისას, ისარგებლონ სწრაფი დერეფნის ექსკლუზიური სერვისით, ტერმინალზე ბარათის მარტივი შეხებით და გრძელი რიგების გვერდის ავლით.

დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, სინან ერემმა, TAV OS-ის ოპერაციების დირექტორმა და თეა ზაქარაძემ, TAV Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის Fast Track სერვისის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

„გვეამაყება რომ Visa საქართველოში ნერგავს პირველ Fast Track სერვისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის. ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ Visa პრემიუმ ბარათის მფლობელების სამოგზაურო გამოცდილება”, თქვა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში. “ეს სიახლე ჩვენი Primeclass-თან წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებაა, რათა ინოვაციური და მაღალი სტანდარტის სამოგზაურო გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებლებს. მჯერა, რომ ეს ექსკლუზიური სერვისი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკის წინსვლას საქართველოში“.

„Primeclass-ში ჩვენი მიზანია შევქმნათ შეუფერხებელი და კომფორტული გამოცდილება სტუმარზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მეშვეობით. Visa-თან ჩვენი პარტნიორობის გაგრძელება ამ ხედვის ნაწილია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელთათვის Fast Track სერვისის დანერგვით, ჩვენ ვზრუნავთ მგზავრების სამოგზაურო გამოცდილების გაუმჯობესებაზე მათი აეროპორტში დაშვების მომენტიდან. მოწინავე ტექნოლოგიებისა და პერსონალიზებული მომსახურებით, ჩვენ ვაუმჯობესებთ მგზავრებისთვის ქვეყანაში შემოსვლის გამოცდილებას“, თქვა სინან ერემმა, TAV OS-ის ოპერაციების დირექტორმა.

„მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკის გათვალისწინებით,  ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად მოქნილი, თანამედროვე და კომფორტული. ეს არის კიდევ ერთი ახალი სერვისი, რომელიც პრემიუმ დონის გამოცდილებას წარმოადგენს და ამავდროულად ის ხელს შეუწყობს  მგზავრთა ცირკულირებას ჩვენს აეროპორტში“, თქვა თეა ზაქარაძემ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.

Fast Track სერვისით სარგებლობა Visa Platinum და Visa Platinum Business ბარათებით წელიწადში 2-ჯერ, Visa Signature და Visa Signature Business ბარათებით წელიწადში 4-ჯერ და Visa Infinite ბარათით კი წელიწადში 6-ჯერ არის შესაძლებელი.

Fast Track სერვისი უფასოა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუ მათ თან ახლავთ Visa Premium ბარათის მფლობელი.