თბილისი (GBC) – მრავალმხრივი განვითარების ბანკებმა 2023 წელს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში $125 მლრდ ჩადეს, რაც ამ მიმართულებით გაღებული დაფინანსების რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშშია ნათქვამი.
ამ ფულიდან მოსახლეობის დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე $74,7 მლრდ მიიმართა, მათ შორის $46,9 მლრდ – კრედიტის სახით საინვესტიციო მიზნებისთვის.
2022 წელს გლობალურმა კლიმატურმა დაფინანსებას $111,2 მლრდ შეადგინა, საიდანაც $60,9 მლრდ მიიმართა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე.
ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა დააფინანსეს აფრიკის განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკმა, ამერიკის განვითარების ბანკმა, ისლამური განვითარების ბანკმა, ახალი განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკის ჯგუფმა.