თბილისი (GBC) – სამხრეთ კორეული ბრენდები Hyundai და KIA – 92,000 ავტომობილს უკან იხმობენ. მიზეზი აალების საშიშროებაა.

აალების საშიშროებას კი გადაცემათა კოლოფის ზეთის საქაჩი იწვევს. კია-ს განცხადებით ასეთი 6 შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში. ჰიუნდაი კი მის ასეთ ოთხ შემთხვევაზე საუბრობს.

ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი (NHTSA) მოუწოდებს ავტომფლობელებს, რომ მანქანების „უკან გახმობამდე“ ავტომობილები დააპარკინგონ საცხოვრებელი ობიექტებისგან მოშორებით.

აღნიშნული პრობლემა შემდეგ მოდელებზე ვრცელდება:

 

Recalled Hyundai vehicles

·2023 Elantra

·2023 Kona

·2023 Sonata

·2023 Tucson

·2023-2024 Palisade

 

Recalled Kia vehicles

·2023 Soul

·2023 Sportage

·2023-2024 Seltos.