თბილისი (GBC) – აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ოფიციალურად განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატად დემოკრატიული პარტიიდან საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ.

„მე კამალა ჰარისი ვარ და აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებში ვიყრი კენჭს“, – წერს ჰარისი X-ზე.

პოლიტიკოსმა სააგიტაციო ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა და თანამოქალაქეებს მისი კამპანიის დაფინანსებისკენ მოუწოდა.