თბილისი (GBC) - უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩი X-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბარს იწყებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ინტერვიუთი, რომელიც Kossuth Radio-ს მისცა. ინტერვიუში ორბანი ამბობს, "დავიცავთ საკუთარ თავს და ვიბრძოლებთ უნგრეთის სუვერენიტეტისა და უნგრელი ხალხის ინტერესებისთვის". კოვაჩი ამ ამბით შეშფოთებულია.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ბრიუსელი მუშაობს უნგრეთში ისეთი მთავრობის ჩანერგვაზე, რომელიც მის პოლიტიკას განახორციელებს.

„მათ სურთ, რომ ჩვენ, უნგრელები, ბრიუსელის მთავრობის მხარეს გადაგვიყვანონ, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს. თუ ამის გაკეთება კეთილი სიტყვებით არ მოხერხდება, პოლიტიკურ ბრძოლამდე მივა“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი, უნგრეთს მტრად მიიჩნევენ და არა პარტნიორად ან თუნდაც ოპონენტად.

„მათ მიიღეს გადაწყვეტილება: სურთ უნგრეთში მთავრობის შეცვლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ორბანმა.