სასაკლაოების მხოლოდ 63.6 პროცენტს აქვს მაცივრები
2024 წლის განმავლობაში
სასაკლაოებში დაიკლა 520
ათასი სული პირუტყვი, მათ
შორის 30.6% – მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვი, ხოლო 69.4% –
წვრილფეხა (ცხვარი, თხა,
ღორი და სხვა). გარდა ამისა,
საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში
სასაკლაოებში დაკლული
ფრინველის რაოდენობა 12,2
მილიონს
გადააჭარბა.სასაკლაოების
მიერ 2024 წლის განმავლობაში 63
ათასი ტონა ხორცი იქნა
წარმოებული (დაკლული წონა,
ფრინველის ხორცის ჩათვლით),
საიდანაც 29.9% მოდის
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის ხორცზე, 35% –
ფრინველის, 33.9% – ღორის, 1.2% –
ცხვრისა და თხის ხორცზე,
ხოლო დანარჩენს
უმნიშვნელო წილი
უკავია.საქსტატის
მონაცემებით, 2024 წლის
განმავლობაში
სასაკლაოებში წარმოებული
ხორცისგან სასაკლაოს მიერ
შესყიდული იყო 8 728.2 ტონა,
საიდანაც 30.8% მოდის
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის ხორცზე, 5.2% –
ფრინველის ხორცზე, ხოლო 63.5% –
ღორის ხორცზე.2024 წლის
განმავლობაში მომსახურება
გაეწია 30.6 ათას პირს,
საიდანაც 53.6%
შინამეურნეობების
(ოჯახური მეურნეობები)
სახით იყვნენ
წარმოდგენილნი.
სასაკლაოებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიურმა რაოდენობამ 1 113
კაცი შეადგინა.ერთეული
პირუტყვის დაკვლაზე
მომსახურების საშუალო
ფასი შემდეგნაირი იყო:
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის დაკვლის
საფასური – 38.1 ლარი, ცხვრის
ან თხის – 14.9 ლარი, ღორის – 30.8
ლარი.სასაკლაოების
თითქმის ნახევარი (49.6%)
სრულად არის აღჭურვილი
თანამედროვე
ტექნოლოგიებით, 46.6%
აღჭურვილია ნაწილობრივ, 3.8%
კი არ არის აღჭურვილი
თანამედროვე
ტექნოლოგიებით.სასაკლაოების
66.4% არ სარგებლობს სესხით,
ხოლო 33.6%-ს აღებული აქვს
სესხი სხვადასხვა მიზნით:
61.4%-ს – ძირითადი კაპიტალის
შეძენისთვის, 25%-ს –
საბრუნავი
კაპიტალისათვის, ხოლო 13.6%-ს
როგორც ძირითადი, ასევე
საბრუნავი
კაპიტალისთვის.2024 წელს
საქართველოში 387 ერთეული
სამაცივრე მეურნეობა
ფუნქციონირებდა, რომელთა
უმრავლესობაც შიდა
ქართლის რეგიონშია (59.7%)
განთავსებული. მოქმედი
სამაცივრე მეურნეობები
ასევე განთავსებულია:
თბილისში (11.1%), კახეთში (9.8%),
ქვემო ქართლში (5.2%),
სამეგრელო-ზემო სვანეთში
(5.2%), იმერეთში (3.4%), აჭარის
არ-ში (3.1%), გურიაში (1%), მცხეთა
მთიანეთში (0.8%),
სამცხე-ჯავახეთში (0.5%) და
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის (0.3%) რეგიონში.2024
წლის განმავლობაში
მომსახურება გაეწია 509
მომხმარებელს.
მწარმოებელთა და
გადამყიდველთა
რაოდენობამ, რომელთაგანაც
შესყიდულ იქნა პროდუქცია
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით, 1 289 ერთეული
შეადგინა, ხოლო
სამაცივრეებში
დასაქმებულთა
საშუალოთვიური რაოდენობა 1
964 კაცით
განისაზღვრა.საქსტატის
მონაცემებით, 2024 წლის
განმავლობაში მაცივრებში
შენახული (განთავსებული)
იყო 340.8 ათასი ტონა
პროდუქცია, მათ შორის 41.3% –
ქათმის ხორცი (გაყინულის
ჩათვლით), 19.8% – პირუტყვის
ხორცი და ხორცპროდუქტები
(ნახევარფაბრიკატების
ჩათვლით), 12.8% – ხილი და
ბოსტნეული, 12.7% – თევზეული, 7.8%
– რძის პროდუქტები, ხოლო
დანარჩენ პროდუქტებს 5.6%
ეკავა.სამაცივრე
მეურნეობების მიერ
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით 2024 წლის
განმავლობაში შესყიდულია
72.2 ათასი ტონა პროდუქცია.
რაც შეეხება მომსახურების
სახით მიღებულ შემოსავალს,
მისმა სიდიდემ 27.1 მლნ. ლარი
შეადგინა.2024 წლის
განმავლობაში სამაცივრე
მეურნეობების მიერ
გაყიდულია 544 მლნ. ლარის
ღირებულების (96.3 ათასი ტონა)
პროდუქცია, საიდანაც
ღირებულებით
გამოსახულებაში შედარებით
დიდი ნაწილი (48.3%) იყო
ადგილობრივი (შესყიდული)
წარმოების. ამასთან,
სამაცივრეების მიერ
გაყიდული ადგილობრივი
(საკუთარი წარმოების)
პროდუქციის 46.3% მოდიოდა
ქათმის ხორცზე.
იმპორტირებული პროდუქციის
მნიშვნელოვან მოცულობას
პირუტყვის ხორცი და
ხორცპროდუქტები
(ნახევარფაბრიკატების
ჩათვლით) (33.2%), ქათმის ხორცი
(გაყინულის ჩათვლით) (31.8%) და
თევზეული (10.3%)
წარმოადგენდა.სამაცივრეების
მიერ გაყიდული
პროდუქციისაგან უცხოურ
ბაზარზე რეალიზებული იქნა
3.3% (ღირებულების მხრივ),
რომლის მნიშვნელოვან
ნაწილს ქათმის ხორცი (59.2%) და
ხილ-ბოსტნეული (29.9%)
წარმოადგენდა.საქსტატის
გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, კამერების
საშუალო დღიური დატვირთვა
(პროცენტულად კამერების
ჯამური ტევადობიდან)
იანვარში შეადგენდა 57.2%-ს,
თებერვალში – 51.4%-ს, მარტში –
51%-ს, აპრილში – 49.8 პროცენტს,
მაისში – 57.6%-ს, ივნისში – 47.8%-ს,
ივლისში – 55%-ს, აგვისტოში –
58.5%-ს, სექტემბერში – 49.7%-ს,
ოქტომბერში - 58.7%-ს,
ნოემბერში – 57.7%-ს, ხოლო
დეკემბერში – 53%-ს.სამაცივრე
მეურნეობების 63.6%
თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვილია
სრულად, 32.8% – ნაწილობრივ,
ხოლო 3.6% საერთოდ არ არის
აღჭურვილი თანამედროვე
ტექნოლოგიებით.სესხით
სარგებლობს სამაცივრე
მეურნეობების 70%. აქედან,
51.3%-ს სესხი აღებული აქვს
მხოლოდ ძირითადი
კაპიტალისთვის (ახლის
შეძენის ან არსებულის
გაუმჯობესების მიზნით), 45.4%-ს
– მხოლოდ საბრუნავი
კაპიტალისათვის, ხოლო 3.3%-ს –
როგორც ძირითადი, ისე
საბრუნავი
კაპიტალისათვის.2024 წელს
საქართველოში 39 ელევატორი
ფუნქციონირებდა, რომელთა
უმრავლესობაც ქვემო
ქართლის (25.6%) და კახეთის (23.1%)
რეგიონებში იყო
განთავსებული.
ელევატორების 12.8%
ფუნქციონირებდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში, 12.8% – იმერეთის
რეგიონში, 12.8% – თბილისში, 7.7% –
შიდა ქართლის რეგიონში, 5.1% –
გურიის რეგიონში.2024 წლის
განმავლობაში მომსახურება
გაეწია 30 მომხმარებელს.
მწარმოებელთა და
გადამყიდველთა
რაოდენობამ, რომელთაგანაც
შესყიდულ იქნა პროდუქცია
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით, 118 ერთეული
შეადგინა, ხოლო
ელევატორებში
დასაქმებულთა
საშუალოთვიური რაოდენობა
441 კაცით განისაზღვრა.2024
წლის განმავლობაში
ელევატორებში შენახული
(განთავსებული) იყო 464.5 ათასი
ტონა პროდუქცია, რომლის 61.3%-ს
წარმოადგენდა ხორბალი, 19.1%-ს
– სოიოს შროტი, 8.2%-ს –
ხორბლის ფქვილი, 8%-ს –
სიმინდი, დანარჩენ
პროდუქციას კი უმნიშვნელო
წილი ჰქონდა.2024 წლის
განმავლობაში
ელევატორების მიერ
გაყიდულია 326.3 მლნ. ლარის
ღირებულების 280.1 ათასი ტონა
პროდუქცია, საიდანაც 32.9%
(ღირებულების მიხედვით) იყო
ადგილობრივი (საკუთარი)
წარმოების.ელევატორების
მიერ პროდუქციის
გადამუშავებასა და
შენახვაზე გაწეულმა
დანახარჯებმა 4.6 მლნ. ლარი
შეადგინა.საქსტატის
მონაცემებით, ადგილობრივი
(საკუთარი წარმოების)
წარმოშობის პროდუქციაში
როგორც მოცულობის, ისე
ღირებულების მიხედვით
ჭარბობდა ხორბლის ფქვილი
(ელევატორების მიერ
გაყიდული ადგილობრივი
პროდუქციის ღირებულების
81.8%) და ქატო (11.9%).გამოკვლევის
შედეგების მიხედვით,
ელევატორების საცავების
საშუალო დღიურმა
დატვირთვამ (პროცენტულად
საცავების ჯამური
ტევადობიდან) იანვარში
შეადგენდა 50.2%-ს, თებერვალში
– 48.4%-ს, მარტში – 46.7%-ს, აპრილში
– 48.3%-ს, მაისში – 47.1%-ს, ივნისში
– 46.3%-ს, ივლისში – 51.4%-ს,
აგვისტოში – 47.5%-ს,
სექტემბერში – 49.3%-ს,
ოქტომბერში – 54.7%-ს,
ნოემბერში – 54.2%-ს, ხოლო
დეკემბერში –
53.1%-ს.ელევატორების 46.2%
თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვილია
სრულად, 38.5% აღჭურვილია
ნაწილობრივ, ხოლო 15.4%
საერთოდ არ არის აღჭურვილი
თანამედროვე
ტექნოლოგიებით.ამასთან,
სესხით სარგებლობს
ელევატორების 41%, რომელთა
ნახევარს სესხი აღებული
აქვს ძირითადი
კაპიტალისთვის (ახლის
შეძენის ან არსებული
გაუმჯობესების მიზნით), 37.5%-ს
– საბრუნავი
კაპიტალისათვის, 12.5%-ს –
როგორც ძირითადი, ასევე
საბრუნავი
კაპიტალისათვის.
1750060613