თბილისი (GBC) – ონლაინ გადახდების კომპანია PayPal დაქირავებულთა 7%-ს გაათავისუფლებს. ეს კი 2000-მდე სამუშაო ადგილის გაუქმებას ნიშნავს.

ონლაინ გადახდების კომპანიის განცხადებით ისინი იძულებულები არიან აღნიშნული გადაწყვეტილება „რთული მაკროეკონომიკური ვითარების“ გამო მიიღონ.

2023 წელს გიგანტურ კომპანიებში გათავისუფლებით დაიწყო. წლის დასაწყისში  Google-ის მშობელმა კომპანიამ Alphabet-მა, Amazon-მა და Microsoft-მა გამოაცხადეს სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი შემცირება.

სამშაბათს, Snap -მა  (სოციალური მედიის პლატფორმის Snapchat-ის მშობელმა კომპანიამ) - განაცხადა, რომ მარტის ბოლოს კვარტალური შემოსავლის 10%-იან ვარდნას ელოდება, რაც კადრების სავარაუდო შემცირების წინაპირობაა.

ამ განცხადების შემდეგ განცხადების შემდეგ Snap-ის აქციები ნიუ-იორკის ბირჟაზე  თითქმის 15%-ით დაეცა.