თბილისი (GBC) – Apple–ის ყოფილმა თანამშრომლებმა ინოვაციური სმარტფონი წარმოადგინეს, რომელიც სანთებელას ზომისაა და $700 ეღირება. მომავლის სმარტფონის მფლობელებს მომსახურების მიღება თვეში $24 დაუჯდებათ.

ახალი მოწყობილობა, რომელსაც AI Pin უწოდეს, T-Mobile–ის ბაზაზე შექმნილ სპეციალურ ვირტუალურ ქსელზე Humane იმუშავებს.

AI Pin Snapdragon–ის ჩიპით არის აღჭურვილი, ჩაშენებული აქვს კამერა სიღრმის სენსორით, მოძრაობის მაჩვენებლები, მიკროფონი, დინამიკი და Bluetooth – ყურსასმენებთან დასაკავშირებლად. ეკრანის არარსებობის გამო სმარტფონის მართვა ხმით მოხდება. AI Pin–ში ლაზერული პროექტორიცაა ჩაშენებული გამოსახულების მომხმარებლის ხელის გულზე გადმოსატანად და ასევე აქვს სენსორული პლატფორმა.

მოწყობილობა ტანსაცმელზე მაგნიტით მაგრდება. კვების ბლოკი კი მარტივად იცვლება კომპლექტში არსებული სხვა ბატარეით, რომელიც ინოვაციურ სმარტფონს მთელი დღის განმავლობაში ამუშავებს.

ყოველთვიური გადასახადი მოიცავს ღრუბლოვან საცავს ფოტო და ვიდეო მასალისთვის.