თბილისი (GBC) – თურქი ექსპერტები SWIFT–ის რუსული ალტერნატივის გამოყენების შესაძლებლობას სწავლობენ. ამის შესახებ რუსული მედია თურქეთის საბანკო სექტორიდან წყაროზე დაყრდნობით წერს.

თურქული წყაროს ცნობით, არის ქვეყნები, რომლებთანაც რუსეთი აღნიშნული ოსისტემით ახორციელებს ანგარიშსწორებებს. ესეიგი, არსებობს მისი გამოყენების შესაძლებლობა. მისივე თქმით, ექსპერტები ორივე ქვეყნიდან დეტალურად აანალიზებენ ასეთ შესაძლებლობას, რათა ნეგატიური შედეგები აიცილონ თავიდან.