თბილისი (GBC) – ჩიპების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტები Taiwan Semiconductor Manufacturing (TSMC) და Samsung Electronics არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მსხვილი ქარხნების მშენებლობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ Wall Street Journal აღნიშნულ პროცესთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობის წერს. 

საწარმოების ჯამურმა ღირებულებამ შესაძლოა $100 მლრდ–ს გადააჭარბოს.

TSMC–ის წარმომადგენელი სპარსეთის ყურის ამ არაბულ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა, რათა ტაივანზე არსებულ კომპანიის საწარმოებთან თავსებადი ქარხნების კომპლექსის მშენებლობის საკითხი შეეთანხმებინა.

ამ ქვეყანაში ჩიპების საწარმოების მშენებლობაში უახლოეს წლებში ინვესტირების სურვილს გამოთქვამს სამხრეთ კორეული გიგანტიც Samsung Electronics. კომპანიის მაღალი რანგის მენეჯერები ასევე იმყოფებოდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იდეის შესასწავლად.

საამიროები საკუთარ ტექნოლოგიურ ინდუსტრიის განვითარებაში ინვესტირებას ზრდის, რითაც მოწინავე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო ცენტრის სტატუსის მოპოვება სურს.