თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სავიზო პროგრამის H-1B გადახედვის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი და კვალიფიციური სპეციალისტებისთვის ამ კატეგორიის ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად $100 000–იანი გადასახადი შემოიღო. ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში პანიკა ააგორა.

თეთრმა სახლმა კვირას დააზუსტა, რომ გადასახადი არ შეეხება იმ პირებს, ვინც უკვე ფლობს ამ კატეგორიის ვიზას და ამჟამად აშშ–ის ტერიტორიის მიღმა იმყოფება.