თბილისი (GBC) – ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში საზღვაო ხომალდების გავლა 1–ლი ივლისიდან ძვირდება. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აბდულკადირ ურალოღლუს თქმით, ერთ ხომალდზე ტარიფი $5,07 იქნება.

„ჩვენ ადრე ფიქსირებულ გადასახადს ვიღებდით $0,8–ის მოცულობით. ეს წესი 1983 წლიდან 2022 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედებდა. პრეზიდენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის განკარგულებით მოსაკრებელი დაახლოებით 5–ჯერ გავზარდეთ – $4,08–მდე. 2023 წლის 1–ლი ივლისიდან მოსაკრებელი კიდევ გავზარდეთ და $4,42 შეადგინა. 2024 წლის ივლისში ტარიფის ახალი ზრდა იქნება – $5,07–მდე“, – ციტირებს თურქული მედია მინისტრს.

ურალოღლუს თქმით, ტარიფები ყოველწლიურად გადაიხედება.