თბილისი (GBC) – ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ძალოვნებს არასანქცირებული არეულობის ორგანიზატორების დაუყოვნებლივ დაპატიმრება მოსთხოვა. მან აღნიშნა, რომ თუ ადამიანს არ ექნება რეაგირება სამ გამაფრთხილებელ გასროლაზე, „შუბლში უნდა ესროლოთ“, – ციტირებს კადიროვს რუსული მედია.

„თუ ჩვენთან ერთი ადამიანიც კი გამოვა არასანქცირებულ მიტინგზე, დააპატიმრეთ და ციხეში ჩასვით. ან ჰაერში სამი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ თუ არ დაემორჩილება ძალოვნების კანონიერ მოთხოვნას, მეოთხე ტყვია პირდაპირ შუბლში ესროლეთ. სხვა ვეღარ გაბედავს. ეს ჩემი ბრძანებაა“, – განაცხადა კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობაში ძალოვნებთან გამართულ შეხვედრაზე.

კადიროვმა ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მახაჩყალის აეროპორტი კვირას ანტისემიტებმა დაარბიეს, ისრაელიდან ჩაფრენილი რეისის დროს.