თბილისი (GBC) – ბიტკოინი $82 000–იან ნიშნულსაც ასცდა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა, რითაც კიდევ უფრო მეტად მიიპყრო ინვესტორების ყურადღება.
მანამდე, ორშაბათის ვაჭრობაზე მთავარი ციფრული მონეტა უკვე უახლოვდებოდა $82 ათასიან ნიშნულს, თუმცა პირველ ცდაზე ბარიერი ვერ გადალახა. მონეტა „ტრამპ–რალის“ ფონზე ძვირდება, რამაც გასულ კვირაში ეტალონური კრიპტოვალუტის კურსი 16%–ით გაამყარა.