თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $1.40 მლრდ შეადგინა, რაც 5.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და $641.8 მლნ-ს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2022-2025 წლებში

2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.4% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • რუსეთი ($122 მლნ),
  • თურქეთი ($66.9 მლნ),
  • ჩინეთი ($47.5 მლნ) 

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $53 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $49.6 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $45.4 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%).