თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 619.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1 401.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 5.7%-ით), ხოლო იმპორტი 4 217.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 20.1%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2 816.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1%-ია.