თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $5.6 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $1.4 მილიარდს შეადგენს (გაიზარდა 5.7%-ით), ხოლო იმპორტი $4.2 მილიარდს (გაიზარდა 20.1%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მარტში, $2.816.2 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1%-ია. 

2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი ($298.6 მლნ)
  • ყაზახეთი ($176.2 მლნ)
  • აზერბაიჯანი ($140.3 მლნ)

2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • აშშ (654.4 მლნ)
  • თურქეთი ($587.3 მლნ)
  • რუსეთი ($512.9 მლნ)

2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • აშშ ($669.2 მლნ)
  • თურქეთი ($663.3 მლნ)
  • რუსეთი ($642.8 მლნ)

2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $500.7 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 35.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $54.7 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 3.9%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $53 მლნ-ით (3.8%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $622.2 მლნ და მთელი იმპორტის 14.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) $481.1 მლნ-ით (იმპორტის 11.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $301.5 მლნ-ით (იმპორტის 7.1%).