თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.7%-ით (226.7 ლარით) გაიზარდა და 2 170.1 ლარი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2020-2025 წლებში, კვარტალების მიხედვით.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22%-ით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163 ლარი (გაიზარდა 5.2%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (გაიზარდა 11.3%-ით);
- მშენებლობა - 2 908.9 ლარი (გაიზარდა 10.8%-ით)
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2024-2025 წლების I კვარტალში.
2025 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 744.2 ლარი, ხოლო კაცების - 2 601.3 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 204.1 ლარი (13.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 258 ლარი (11%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 184.2 ლარით (9.3%) გაიზარდა და 2 169.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 255.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.6%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 402.5 ლარი, გაიზარდა 12.1%-ით) სფეროებში.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2020-2025 წლებში, კვარტალების მიხედვით.
2025 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 300.9 ლარით (16.1%) გაიზარდა და 2 170.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, 2020-2025 წლებში, კვარტალების მიხედვით.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა მთიანეთი.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში.