როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა.„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკოს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი.საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო.იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას.აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1730219679
საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, ვრცლად მიმოიხილეს ქვეყნის ცენტრალური ბანკის საქმიანობა, მისი ძირითადი ფუნქციები და განვითარების შესაძლებლობები. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ეროვნულ ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესს.ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
1730214480
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა იცრუა, როდესაც უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“ - ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი“.საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებმა 26 ოქტომბერს იმუშავა გამართულად და ეს ნახა ყველა იმ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და მედიის წარმომადგენლებმა რომლებიც აკვირდებოდა პროცესს.„პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რომელმაც უმნიშვნელოვანეს არჩევნებს გაუწია ორგანიზება უმაღლეს დონეზე. ის რომ არჩევნები კვალიფიციურად და პროფესიულად იყო ადმინისტრირებული დაადასტურა ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა თავიანთ განცხადებებსა თუ შეფასებებში. თუმცა პრეზიდენტი ცდილობს ვითარება სხვაგვარად წარმოაჩინოს.სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ამისთვის ისეთ წარმოუდგენელ ბრალდებებს აჟღერებს, როგორიცაა მაგალითად, ის რომ ერთი პირადობით ხმის მიცემა რამდენჯერმე ხდებოდა.„არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“ - ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი“ - განაცხადა პრეზიდენტმა Associated Press-თან და CNN-თან ინტერვიუში.სინამდვილეში ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ს დასკვნა ადასტურებს, რომ იმ ელექტრონული ტექნოლოგიებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გამოყენებული, შეუძლებელია ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი. შესაბამისად, შეუძლებელია ერთი პირადობით რამდენჯერმე ხმის მიცემა, ორმაგი ვერიფიკაცია და ის რომ ერთი ამომრჩეველი რამდენიმე უბანზე იყოს რეგისტრირებული.მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება.“ და როგორც თავად ამბობს ამის შესახებ ინტენსიურად საუბრობს საერთაშორისო მედიასთან და სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა კომპანია „სმარტმატიკთან“ პარტნიორობით განხორციელდა, რომელსაც არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებმა 26 ოქტომბერს იმუშავა გამართულად და ეს ნახა ყველა იმ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და მედიის წარმომადგენლებმა რომლებიც აკვირდებოდა პროცესს.ამ ყველაფრის ფონზე ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა რეალობის უარყოფა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
1730209455
გალტ & თაგარტის ანგარიშის თანახმად, საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ, საქართველოს სუვერენულ ევრობონდზე სარგებლის განაკვეთი 60 საბაზისო პუნქტით 7.4%-მდე გაიზარდა. მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო 2024 წლის მაის-ივლისის პერიოდში.ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ ლარის კურსი სტაბილურ ნიშნულზე შენარჩნდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნო კვირაში ცენტრალურმა ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.ანგარიშში ვკითხულობთ, "ვინარჩუნებთ ზრდის პროგნოზებს 2024 და 2025 წლისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და არ შეცვლის მოკლე და საშუალოვადიან ზრდის პერსპექტივას".
1730204583
როგორც ცესკოში აცხადებენ, მედიაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაციები 26 ოქტომბერის არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც, მათი თქმით სიმართლეს არ შეესაბამება.„მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემების ერთმანეთთან შედარებით ხდებოდა კამპანიური ხასიათის მანიპულაცია, ინტენსიურად დაიწყო ახალი დეზინფორმაციების გავრცელება.მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებაა ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ხმის დათვლის მანქანებიდან სხვადასხვა დროს ამობეჭდილი ამონაწერების შესახებ, რომელიც განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს.სინამდვილეში ხელვაჩაურის მე-16 უბანზე იყო განთავსებული 3 ხმის მთვლელი აპარატი, პირველ ეტაპზე ამობეჭდა მხოლოდ 2 აპარატის შედეგის ამსახველი ქვითარი, შემდეგ კი დაიბეჭდა სამივე ხმის მთვლელი აპარატის ანგარიში. სამივე აპარატის კონსოლიდირებული ქვითრის მონაცემები ზუსტად ემთხვევა ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად შედგენილი შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს და ორივეგან 1 404 ბიულეტენია დაფიქსირებული. ფაქტს ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები.კიდევ ერთი მანიპულაცია უკავშირდება საგარეჯოს ერთ-ერთ უბანზე გაუქმებული პირადობით ხმის მიცემის საკითხს. იქმნება აღქმა რომ მსგავს ფაქტებს ჰქონდა მასიური ხასიათი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კონკრეტულად აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარიც, რომელიც შესაბამისი პროცედურის მიხედვით იქნება განხილული. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირს, რომელმაც ხმა მისცა გაუქმებული პირადობით, ჰქონდა მოქმედი პასპორტი და სწორედ ამიტომ იყო ის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებითაც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს ბიულეტენის ფოტოს, სადაც ერთ-ერთ ერთი სუბიექტი არის გადახაზული და არც ერთი წრე არაა გაფერადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბიულეტენები ერთმნიშვნელოვნად ითვლება ბათილად, ორგანიზაცია ირწმუნება რომ ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული მარტივად დასტურდება აპარატების მიერ ამობეჭდილი ჩეკის და შემაჯამებელი ოქმის შედარებით.დღეს დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში.პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა საჩივარი.აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს“, - აცხადებენ ცესკოში.საარჩევნო კომისიაში, ასევე, გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.ცესკოში აღნიშნულ განცხადებას დისკრედიტაციულს უწოდებენ.„გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ დისკრედიტაციულ განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია “PRO V&V”-ის დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს.ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არც ერთ დეზინფორმაციას“, - აცხადებენ ცესკოში.
1730203287
„გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის.სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება”, – აღნიშნავს ერდოღანი.„ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და უნგრეთის ლიდერებმაც.
1730201760
BOGG-ის შვილობილი ADM 5 მლრდ-ს ობლიგაციებით მოიზიდავს
1729534267
ცესკო: „ოცნებას" მიღებული აქვს ხმების 53%
1729966523
„მესამე და სამართალი“? – ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის პროექტ...
1729584112
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინას...
1729968842
სებ-მა ბაზარს ლარიც მიაწოდა
1729269000