თბილისი (GBC) - საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 187.4 მლნ. ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი (71.4%) შეადგენს, ხოლო 28.6% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 73.6% ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 76.6% საერთაშორისო გზავნილებზე მოდის, 23.4% კი – ადგილობრივ გზავნილებზე.
საქსტატის მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 16.1% წერილობით კორესპონდენციებზე მოდის, რომლის 57.8% საერთაშორისო, ხოლო 42.2% ადგილობრივი კორესპონდენციაა.
ამასთან, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2023 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 677.8 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 9 471.6 ათასი ამანათი.
2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.7 ათასს შეადგენდა, მათ შორის 1 272 იყო კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი.