თბილისი (GBC) - ადიგენის მუნიციპალიტეტს, აბასთუმანში არსებული საბავშვო ბაღი აუქციონზე გამოაქვს.
აუქციონის საწყისი ფასი 4.2 მლნ ლარია და შესყიდვის ბოლო ვადა 29 სექტემბერია.
საკადასტრო კოდი: 61.11.21.976
მუნიციპალიტეტის პირობის შესაბამისად, მომავალმა მყიდველმა შეძენის შემდეგ, არ უნდა შეაფერხოს საბავშვო ბაღის მუშაობა.
საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა არის სარემონტო, ამ პერიოდისთვის განთავსებულია საბავშვო ბაღი. აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უძრავი ქონების შეძენის შემდგომ, საბავშვო ბაღის ფუნქციონირებას არ შეუშალოს ხელი ერთი წლის განმავლობაში.