თბილისი (GBC)- „ჯი-თი გრუპ“ ამჯერად „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 1.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს იგებს.

ტენდერს 2 კანდიდატი ჰყავდა - შპს „მაუნთაინ რეზორტს სოლიშანსმა“ 1,571,485 მლნ ლარის შეთავაზება გააკეთა(05.05.2023 – 10:36), თუმცა ზუსტად 1 საათში, 5 მაისს, წინადადებების მიღების დასრულებამდე 37 წუთით ადრე, 11:23 საათზე, „ჯი-თი გრუპმა“  15 ათასი ლარით დაბალი შეთავაზებით ლიდერობა მოიპოვა.

ტენდერში ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

ტენდერი გულისხმობს ერთეული „შალგებიანი სპეცტექნიკის  ქარხნულად თავსებადი მულჩერით“ შეძენას.

მიწოდება უნდა განხორციელდეს ქუთაისში.

მიწოდების ვადა განსაზღვრულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90  კალენდარული დღედ. საქონლის საგარანტიო ვადა კი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ: ძრავზე 2 წელი, დანარჩენ მანქანაზე 1 წელი ან 1000 სამუშაო საათი რომელიც უფრო ადრე შესრულდება, გარდა სწრაფ ცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა; აგრეგატზე (მულჩერზე) 1 წელი. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

„ჯი-თი გრუპ“-ზე ინფორმაცია და სხვა მოგებული ტენდერები იხილეთ ბმულზე.