თბილისი (GBC) - ქონების ეროვნულ სააგენტოს, მესტიაში არსებული 22,675 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა აუქციონზე გამოაქვს.

აუქციონი 2 ოქტომბერს 17:00 საათზე სრულდება და მოცემულ მომენტში კანდიდატი არ ჰყავს.

ლოტის საწყისი ფასი 686,000 ლარია. 1 კვ.მ-ს ფასი 30 ლარია ($11.5). ნაკვეთი მდებარეობს მდინარის პირზე და  საპრივატიზებო ობიექტის ნაწილი წარმოადგენს ფერდობს.

ს/კ: 04.01.04.703