GE EN
საფინანსო სექტორი
"ფინანსური ასოციაციობანას" გამარჯვებული მასწავლებლები სების ვიცე-პრეზი...

ეკატერინე მიქაბაძემ ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების როლზე, რომლის შექმნა სებ-ის მიზანია და რომლის დახმარებით სწავლა უფრო პროდუქტიულია.„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში “, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა.ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით.კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.

1746725189

BOG-ის პარასკევის შეთავაზებები ახალგაზრდებისთვის

9 მაისს სტუდენტები და მოსწავლეები Body shop-ში 40% ქეშბექით ისარგებლებენ. sCool card-ით გადახდისას მაქსიმუმ 50 ლარს, ხოლო Student card-ით, 100 ლარამდე დაიბრუნებენ. სარგებლობისთვის შეთავაზების sCoolApp-ში გააქტიურებაა საჭირო.10-11 მაისს, Mconald’s-ში მოსწავლეები sCool Card-ით გადახდისას 20%-იანი სქულების  ქეშბექით ისარგებლებენ. (20 ლარამდე ბრუნდება). 16, 17 და 18 მაისს Mugsy’s Burger-სა და  sCool Big Sam-ში მოსწავლეებისთვის და სტუდენტებითვუის 40%  ქეშბექია (max ₾ 20).თუ ჯერ არ გაქვთ მოსწავლის ან სტუდენტის ბარათი. ძალიან მარტივად, მობილბანკით შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს გაიაქტიურებთ, სულ რამდენიმე წამში. ფიზიკური ბარათის მიღება ბანკის ფილიალშია შესაძლებელი.

1746722707

სების პრეზიდენტმა ლიდერი ქალები გაიცნო, უნგრეთიდან

ნათია თურნავამ საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორის მდგომარეობაზე ისაუბრა.გაცბნობით შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე.ნათია თურნავამ ვიზიტორებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებული მდგომარეობა და ზრდის ძირითადი მიმართულებები. მისივე თქმით, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს მიმართ ინვესტორთა მაღალ ინტერესს განაპირობებს.უნგრეთის დელეგაცია შედგა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებით, მ.შ. ენერგეტიკის, დეველოპერული სფეროს, აუდიტორული კომპანიების და ბიზნეს-საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით.თავის მხრივ, უნგრულმა მხარემ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის წარმოების ინტერესი და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

1746718269

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილტარამ“ ახალი საწარმო გახსნა

პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.4 მილიონი ლარია. “თბილტარა 2023 წელს დაარსდა. კომპანია სხვადასხვა ლითონისგან, როგორებიცაა: სპილენძი, ვერცხლი, ლატუნი, ტიტანი, ალუმინისა და მოთუთიებული ლითონისგან ბადეებს აწარმოებს, რომელიც  სხვადასხვა დარგის წარმოებაში გამოიყენება. მათ შორის — მანქანათმშენებლობასა და ავიამშენებლობაში, ფილტრების, ავეჯის ელემენტებისა და მრავალი საბოლოო პროდუქციის წარმოებაში. საწარმო სოფ. ნატახტარში, სტრატეგიულ ადგილას, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმავალ გზაზე მდებარეობს, რაც პროდუქტის მიწოდების მოქნილობის და საქონლის ეკონომიურად ტრანსპორტირების შესაძლებლობას გვაძლევს, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე ექსპორტისთვის. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მოხარულები ვართ, რადგან ეს არამარტო ფინანსური რესურსით მხარდაჭერას, არამედ პროფესიონალების მიერ კონსულტაციის გაწევასაც გულისხმობს“, - განაცხადა ლევან ჩარკვიანმა, “თბილტარას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა.„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჯერად, ჩვენი ფინანსური ინვესტიციით, ნატახტარში ახალი საწარმო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ „თბილტარა“ პირველი მწარმოებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური და დიდი წარმადობის დანადგარებით, რაც მას სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს, არამხოლოდ საქართველოს ბაზარი აითვისოს, არამედ - ამიერკავკასიის მოთხოვნებსაც სრულად უპასუხოს. კომპანია სამომავლოდ ახალ პროექტს გეგმავს, რაც განსხვავებული წარმოებული პროდუქციის შექმნას გულისხმობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

1746706521

საპენსიო ფონდში ₾6.7 მილიარდია აკუმულირებული

2025 წლის აპრილში დინამიკურმა პორტფელმა ყველაზე მაღალი ამონაგები აჩვენა და წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა თანაბარი - 0.7%-იანი - თვიური ზრდა დააფიქსირეს.წლიურ ჭრილში, კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 12.1% (გაწლიურებული) შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 11.7% და 11.2% იყო.აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 48%, დაბალანსებულში 30.1%, ხოლო კონსერვატიულში 16.1% იყო.

1746703787

პეისერა მოგებაზე ვერც Q1/2025-ში გავიდა

ციფრული ბანკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი 2024 -ის მოგებით დასრულებას აანონსებდა, თუმცა მოლოდინი გაუცრუვდა,  ვერ გავიდა (2024: - 792 ლარი).ახლადდაწყებული საფინანსო ინსტიტუტისთვის  ზარალი სტანდარტული მოცემულობაა, რადგან ხარჯი მეტი აქვს. ამასთან 36 000 ლარის  ჯარიმის გადახდაც მოუწია სებ-ისთვის.ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის პეისერა რეგულატორმა 46 000 ლარით დააჯარიმა. 1 აპრილისთვის ციფრული ბანკი  19.7 მლნ ლარის აქტივებით არის წარმოდგენილი. მისი ძირითადი საქმიანობა  გადარიცხვებია, 20 ვალუტაში.საბაზრო უპირატესობა  დაბალი საკომისიო. ევროპის მიმართულებით 7 ევროა. ყველაზე ძვირი (15 ევრო ეკვივალენტი) ჩინური იუანის ტრანზაქციაა და ხელმისაწვდომია  მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.ევროს დაბალი ტარიფი განპირობებულია SEPA-ში (ევროს ერთიანი გადახდის სივრცე) ჩართულობით და ამ ნიშნითაც კონკურენტულ უპირატესობაშია.პეისერას სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტები არ გააჩნია. მხოლოდ მიმდინარე ანგარიშებით (3.4 მლნ ლარი) არის წარმოდგენილი.

1746702301

ნათია თურნავასადმი მიმართვაში BGA-ს დამფუძნებლები ირაკლი გილაურს მათი...

„სს „საქართველოს კაპიტალი“ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არსებული ორგანიზაციაა და მნიშვნელოვანია, მარეგულირებელ ორგანოსა და მის პრეზიდენტს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და, უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელონ შესაბამისი რეაგირება იმ უკანონო ქმედებებთან მიმართებით, რასაც გილაური და სს „საქართველოს კაპიტალი“ ახორციელებენ აკადემიის დამფუძნებლებისა და აკადემიის მიმართ. კერძოდ, განცხადებაში მითითებულია ძალადობრივი მეთოდებით აკადემიის ოკუპაციისა და აკადემიის დამფუძნებლების ბიზნესის მიტაცების მცდელობის შესახებ. ეროვნულ ბანკს, აგრეთვე, მიეწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გილაური მანიპულირებს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული და ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაშვებული კომპანიით, Georgia Capital PLC, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაშვებული კომპანიის საქმიანი რეპუტაციით შევიდეს „საინვესტიციო“ გარიგებებში. ფაქტობრივად კი, ოპერირებს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებით, სს „საქართველოს კაპიტალი“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფი“, რათა ბრიტანულ კომპანიას აარიდოს შესაძლო სისხლისსამართლებრივი და სხვა უკანონო ქმედებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. სინამდვილეში, ლონდონში რეგისტრირებული Georgia Capital PLC და საქართველოში რეგისტრირებული სს „საქართველოს კაპიტალი,“ ასევე, სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი კომპანია, შპს „საქართველოს განათლების ჯგუფი,“ ერთი მენეჯმენტის მიერ იმართება“, – ნათქვამია ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მიმართვაში ნათია თურნავასადმი.„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები იმედს იტოვებენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეისწავლის და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს მათ განცხადებასთან დაკავშირებით.ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ მანამდე საქართველოს მთავრობასაც მიმართეს წერილით, რომელშიც ირაკლი გილაურს მათი სკოლების „ბრუტალური, მხეცური გზებით ოკუპაციაში“ ამხელდნენ.  (R)

1746702106

ADB-ის შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარები...

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე ყოველწლიური შეხვედრა 4-7 მაისს, მილანში გაიმართა. იგი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საინვესტიციო ბანკირებსა და ეკონომისტებს მასპინძლობდა. შეხვედრის წლევანდელი თემატიკა იყო „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის მშენებლობა“.გიორგი კუპრაშვილმა პანელურ დისკუსიაზე „Revolutionizing the Capital Markets: The Race for Sustainability in Emerging Economies“ კაპიტალის ბაზრების განვითარებასთან დაკავშირებით გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა. დისკუსია გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) თემატიკას შეეხებოდა და მიმოიხილავდა განვითარებად ეკონომიკებში კაპიტალის ბაზრების როლს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში.“ჩემთვის დიდი პატივია, მქონოდა შესაძლებლობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ბაზრის გამორჩეულ ლიდერებთან ერთად, მაღალი დონის გლობალურ ფორუმზე მიმეღო მონაწილეობა. გალტ & თაგარტში გვჯერა, რომ კაპიტალის ბაზრების ტრანსფორმაცია მდგრადობისკენ არა მხოლოდ გლობალური ტენდენცია, არამედ, განვითარებადი ეკონომიკების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. საამაყოა, რომ ჩვენი საქმიანობით ქვეყანასა და რეგიონში ამ მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. პანელურ დისკუსიაზე საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს ძალისხმევას, განვავითაროთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრები და განვამტკიცოთ წამყვანი საინვესტიციო ბანკის პოზიციები რეგიონში“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობა განამტკიცონ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრები აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხების განხილვის მთავარ ფორუმად იქცა. 

1746700934

ლიბერთის და „მთიელი წიგნების" პროექტი გრძელდება

2023 წლიდან ლიბერთი „მთიელი წიგნების" სტრატეგიული პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში გურიის, აჭარის, სამცხე -ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში მდებარე 200-მდე სოფელში მცხოვრებ 2647 ბავშვს და 35 ბიბლიოთეკას  საჩუქრად გადაეცა 7000- მდე წიგნი.პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.2025 წლის ბოლომდე ლიბერთის ხელშეწყობით, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვები დასაჩუქრდებიან სასურველი წიგნებით და წიგნების დარიგება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.პირველ ეტაპზე ლიბერთისა და „მთიელი წიგნების" ძალისხმევით შესაძლებელი გახდა წიგნების მიწოდება შემდეგ სოფლებში: ცრუკვეთი, თვალუეთი, სკინდორი, მორძგვეთი, ქვედა ჭალოვანი, ზედა ჭალოვანი და სხვიტორი. ლიბერთისა და „მთიელი წიგნების" გუნდს იმერეთში, საჩუქრად  3500  წიგნის მიწოდება აქვს დაგეგმილი.,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება  განათლების ხელშეწყობაა. მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაგრძელებთ. იმერეთში მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. კითხვის პოპულარიზაციას ლიბერთი მთელი წლის განმავლობაში შეუწყობს ხელს", – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.,,მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების" მიერ წამოწყებული პროექტი ლიბერთის მხარდაჭერით გრძელდება. გურიის და  აჭარის მაღალმთიან რეგიონის შემდეგ იმერეთს ვესტუმრეთ. ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა და მომავალში  უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს", – გიორგი კივილაძე, „მთიელი წიგნების" დამფუძნებელი.

1746699976

TBC დივიდენდის კვარტალურ გაცემაზე გადადის, 1Q25 - ₾1.5

დივიდენდი გაიცემა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში იმ ჩვეულებრივ აქციონერებზე, რომლებიც 2025 წლის 15 აგვისტოს დღის ბოლოს TBC PLC-ის აქციონერთა რეესტრში იქნებიან რეგისტრირებულნი.ექს-დივიდენდის თარიღია 2025 წლის 14 აგვისტო, დივიდენდის რეკორდ დეითი — 15 აგვისტო, იგივეა კურსის კონვერტაციის თარიღიც, ხოლო გადახდა განხორციელდება 2025 წლის 5 სექტემბერს.ლარისა და გირვანქა სტერლინგის კონვერტაციისთვის გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო გაცვლითი კურსი 2025 წლის 11-დან 15 აგვისტოს ჩათვლით (5-დღიანი საშუალო კურსი).“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საბჭომ დაამტკიცა კვარტალური დივიდენდების გაცემის გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს აქციონერთა ღირებულების რეგულარულად ზრდას. ეს ნაბიჯი შესაძლებელი გახდა ძლიერი საოპერაციო მაჩვენებლების, ბიზნესის პროგნოზირებადობისა და ფრთხილი კაპიტალის მართვის ფონზე. შესაბამისად, საბჭომ გამოაცხადა 1Q25-ის შუალედური დივიდენდი თითო აქციაზე 1.5 ლარის ოდენობით”, - აცხადებს TBC PLC - ს CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე.

1746687111